Saturday, July 9, 2011

ეს მშვენიერი ქართული


1. პროექტის დასახელება: ,, ეს მშვენიერი ქართული

2.   პროექტის იდეა: ხატოვანი სიტყვათქმები ჩვენს სოფელში;
3.  პროექტის მიზნები: მოიძიონ მოსწავლეებმა  საკუთარ სოფელში ხმარებული ხატოვანი გამოთქმები.             

4.   პროექტის მიზნები: გაუძლიეროს მოსწავლეს ქართული ენის სიყვარული და შეისწავლოს  მისი მრავალფეროვანი ბუნება.

5.  მოსწავლეთა ასაკი:   13–14 წელი.

6.    პროექტის ხანგრძლივობა:   ერთი თვე..  
7.  მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეთა სიტყვათა მარაგის გამდიდრება, დავიწყებული ხატოვანი სიტყვების  გამომზიურება.

8.  საჭირო რესურსები:  დიქტოფონი,უბის წიგნაკი,  კალმები,  ციფრული ფოტო აპარატი.

9 . პროექტის მსვლელობა:  კვლევაძიება, უხუცესებისაგან  მოსწავლეები  გამოიძიებენ  სოფელში სხვადასხვა დროს გამოყენებულ გომოთქმებს. მოაწყობენ პრეზენტაციებს,  მათი გამოყენების  საჭიროებებს,  გამოიკვლევენ რომელი სად და რამნიშვნელობით გამოიყენება,  რაც  დაეხმარებათ ლექსიკური მარაგის შევსებასა და ინტელექტის ამაღლებაში.           

10 .საგნებთან კავშირი:–გეოგრაფია ისტი. ინტერნეტის საშუალებით მოსწავლეები მოიძიიბენ  ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გამოყენებულ ფრაზეოლოგიზმებს და დაახარისხებენ მხარეების მიხედვით.

11  .ხელმძღვანელი:  ეკა ქარუხნიშვილი

12.   ხელმძღვანელის ელფოსტა:  ekaqaruxnishvili@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი.  ekaqaruxnishvili.blogspot.com

ეკა ქარუხნიშვილი

33 წლიც,ვცხოვრობ ქარელის რაიონის სოფელ ქვენატკოცაში.ვმშაობ ამავე სოფლის საჯარო სკოლაში–ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად,ამჟამად ვასწავლი მე–5,მე–8,მე–11 კლასებს.მიყვარს ემი საგანი და მუდმივ მცდელობაში ვარ ავიმაღლო კვალიფიკაცია/